კალათა

პროდუქტი 0

ადგილზე მიტანა 0

ჯამი 0

კრედო ბანკი განვადება
საქართველოს ბანკი განვადება
ნაწილ-ნაწილ გადახდა
თიბისი ბანკი განვადება
თიბისი გადანაწილება
Close button

ჩვენ შესახებ

მისია და ხედვა

1994 წლიდან ჩვენი ხედვა მდგომარეობს იმაში, რომ შევქმნათ მხიარული და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები ყველა და ყოველი ადამიანისთვის!

უკვე 25 წელზე მეტია, რაც ჩვენ მივისწრაფვით მაღალხარისხიანი და ინოვაციური პროდუქციის შექმნისკენ. ჩვენი ძალისხმევა კვლევების, დიზაინის და შემუშავებების გასაუმჯობესებლად და წინსვლისკენ გვაძლევს ჩვენი პროდუქციის და ბრენდების ასორტიმენტის მუდმივად გაფართოების საშუალებას.

ჩვენ გთავაზობთ მიწისზედა აუზების და ჰიდრომასაჟიანი აუზების, გასართობი და დასასვენებელი საქონლის, სპორტული ინვენტარის და კემპინგისა და ფეხით მოსიარულეთა ტურიზმითვის განკუთვნილი საქონლის  ფართო არჩევანს. პროდუქციის შემუშავების ყველა ცენტრი და მწარმოებელი ქარხნები სრულად ეკუთვნიან ჩვენს კომპანიას და უზრუნველყოფენ მაღალხარისხიანი საქონლის წარმოებას კარგ ფასად.

ყოველი 50-ე ადამიანი მსოფლიოში ფლობს  Bestway-ს პროდუქტს!

 

განვითარების მდგრადობამივისწრაფვით უკეთესი მომავლისთვის

ჩვენ სერიოზულად ვუდგებით გონივრული მოხმარების პრინციპს! კომპანია Bestway-ს მიაჩნია, რომ ბუნებრივი რესურსები ფასდაუდებელია და მონაწილეობას იღებს მათ შენარჩუნებაში.

შეფუთვა

ექსპერტების ჩვენი გუნდები შეუპოვრად მუშაობენ შეფუთვის ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების მოსაძებნად.

ენერგოეფექტურობა

ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩვენ მივიღეთ ენერგიის გამოყენების ჩვენი მეთოდების მაღალი შეფასება და აღიარება. შარშან ჩვენ შევედით იმ 10 კომპანიის რიცხვში, რომლებმაც მიიღეს ჩინური პრემია "საუკეთესო მომწოდებელი" ნომინაციაში "ბრძოლა კლიმატის ცვლილებასთან". საკუთარი ექსპერტების და კონსულტანტების დახმარებით ჩვენ ყოველთვის ვეძებთ ენერგიის ეკონომიის ხერხებს.

მზის ენერგია

ჩვენ ვიყენებთ მზის ენერგიას: ჩვენ მიერ მოხმარებული ენერგიის მთელი მოცულობის დაახლოებით 3%  ეს არის მზის ენერგია; მომავალში ჩვენ ვგეგმავთ ამ მაჩვენებლების გაზრდას.

ნარჩენები

ჩვენ ვამაყობთ იმით, რომ ჩვენი საქმიანობა არ იძლევა ნარჩენებს, რომელიც უნდა იყოს გატანილი ნაგავსაყრელებზე: მასალების 99,7% გადამუშავდება საკუთარი ძალებით ან მესამე პირების მიერ, ხოლო 0,3% იწვება. ყოველწლიურად ჩვენ საკუთარ საწარმოებში გადავამუშავებთ წარმოების შემდეგ დარჩენილ საშუალოდ 25 000 ტონა პლასტმასის ნარჩენებს,  ვმონაწილეობთ რა პლასტმასის ნარჩენების მინიმიზაციის პროგრამაში.

 

ვერტიკალური ინტეგრაცია

საქმიანობის 25 წლის განმავლობაში ჩვენ განვამტკიცეთ ბიზნესის წარმართვის ჩვენი ვერტიკალურად ინტეგრირებული მეთოდი. ჩვენ ვფლობთ მრავალ საწარმოს მთელ მსოფლიოში, რომლებიც ეწევიან პროდუქტების შემუშავებას, მარკეტინგს, ლიგისტიკას და წარმოებას. 


ჩვენს სრულად კუთვნილ ხუთ საწარმოს ჩინეთში და ვიეტნამში უკავია 1,5 კვადრატული მეტრის საერთო ფართობი, რომელთაგან 1 მილიონი კვარატული მეტრი უკავია სამრეწველო საწარმოებს, ლოგისტიკის ცენტრებს, საწყობებს და საცდელ ლაბორატორიებს.


ჩვენ მიგვაჩნია, რომ წარმოების პროცესის ყველა ეტაპის შენარჩუნება კომპანიის შიგნით მოგვცემს საშუალებას მუდმივად სრულვყოთ ჩვენი საწარმოო, ტექნოლოგიური და მართვის შესაძლებლობები წარმოების უფრო მაღალი ეფექტურობის მისაღწევად, ნარჩენების შესამცირებლად და ხარჯების მინიმუმამდე დასაყვანად პროდუქციის ხარისხის მკაცრი კონტროლის პირობებში ღირებულების შექმნის მთელ ჯაჭვზე. ასეთი მიდგომა ასევე უზრუნველყოფს პროდუქციის დროულ მიწოდებას, რაც, თავის მხრივ, გვაძლევს კმაყოფილ კლიენტებს და საბოლოო მომხმარებლებს, ამყარებს ბრენდის რეპუტაციას და ჩუქნის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენს საკუთარ საწარმოო სიმძლავრეებს ავსებს კარგად განვითარებული შიდა ინფრასტრუქტურა. გარდა ამისა, ნედლეულის ჩვენი ძირითადი მომწოდებლები შედიან წამყვანი მომწოდებლების რიცხვში მთელ მსოფლიოში.