კალათა

პროდუქტი 0

ადგილზე მიტანა 0

ჯამი 0

კრედო ბანკი განვადება
საქართველოს ბანკი განვადება
ნაწილ-ნაწილ გადახდა
თიბისი ბანკი განვადება
თიბისი გადანაწილება
Close button

წესები და პირობები

 

ძალაშია 15/ 04/ 2024 დან

გამყიდველი

ონლაინ მაღაზია www.bestway.ge (... ბჯ ჯგუფი / 445474488) - ახდენს საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული პროდუქციის რეალიზაციას. ჩვენ საშუალებას ვაძლევთ მომხმარებელს, ონლაინ განვადებით და ონლაინ გადახდით შეიძინოს ნივთები.

 

მომხმარებლის კონფიდენციალურობა

ვებ გვერდზე გაკეთებული შეკვეთის ყველა ინფორმაცია და მომხმარებლის მიერ შეყვანილი მონაცემები არის დაცული და კონფიდენციალური. საიტი არ ახდენს მომხმარებლის პირადი ინფორმაციის რეგისტრაციას, ონლაინ ყიდვის დროს მხოლოდ ნივთის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმაციის შენახვას ვახორციელებთ. ყველა შენახული ინფორმაცია დაცულია ჩვენს სერვერებზე თანამედროვე ტექნოლოგიების და პროგრამული უზრუნველყოფით (MD5 დაშიფრული ფორმატით), ხოლო ფიზიკურად სერვერები განთავსებულია საქართველოს ფარგლებს გარეთ და მათთან ფიზიკური წვდომა ვერ ექნება ვერცერთ ადამიანს გარდა იმ უცხოური კომპანიისა რომლებიც გვიწევს მომსახურებას.

 

პროდუქციის აღწერილობა

მწარმოებელი და მომწოდებელი (ონლაინ მაღაზია bestway.ge) იტოვებს უფლებას შეტყობინების გარეშე შეიტანოს ცვლილება პროდუქციის მახასიათებელში. მომხმარებელი ვალდებულია გაეცნოს დეტალურად პროდუქციას და დააზუსტოს მისი მახასიათებელი შეძენამდე.

 

პროდუქციის ყიდვა

  • მომხმარებელი, არჩევს სასურველ პროდუქტს/ებს საიტზე www.bestway.ge და არჩეული პროდუქცია ღილაკზე დამატება ვარდება მომხმარებლის კალათაში. როცა დავაწვებით ღილაკზე დამატება იგი შეიცვლება სიტყვით დამატებულია წითელი ფონით რაც მიმანიშნებელია იმისა რომ ნივთი ჩვენ კალათაში დავამატეთ.
  • მომხარებელი ყიდვის გასაგრძელებლად შედის კალათში (საიტის ზედა მარჯვენა კუთხეში) ათვალიერებს მის მიერ არჩეულ ნივთს/ებს მათ რაოდენობას და ფასებს, სურვილის შემთხვევაში ხელით შეუძლია პროდუქტების რაოდენობის კორექტირება ან რომელი პროდუქტის ამოღება კალათიდან. თუ მომხმარებელს ჭირდება ნივთის მისამართზე მიწოდება უნდა მონიშნოს გრაფა ადგილზე მიტანით.
  • როდესაც მომხმარებელი დარწმუნდება საყიდელი ნივთების როგორც რაოდენობის ასევე სახეობების სისწორეში აწვება ღილაკს "ყიდვა".
  • მომხმარებელს შეყავს მისი პირადი ინფორმაცია რომელიც საჭიროა მყიდველის იდენთიფიცირებისთვის და ასევე საიტის ადმინისტრაციის მხრიდან კომუნიკაციის საჭიროების შემთხვევაში, აქვე შესაძლებელია გაეცნოს და დაეთანხმოს მონიშვნით საიტის წესებს და პირობებს და აწვება ღილაკს "გადახდა"
  • მომხარებელი გადადის ბანკის გადახდის სისტემაში და შეყავს თავისი ბარათის მონაცემები, რომელიც საჭიროა ტრანზაქციის განსახორციელებლად.
  • ბარათით წარმატებული გადახდის დროს მომხმარებელს ეჭრება თანხა თავისი საბანკო ანგარიშიდან, ხოლო საიტზე გამოდის ინვოისი წარმატებით გადახდის შემთხვევაში სადაც მოცემულია ნივთის დასახელება, ფასი, მომხმრებლის ინფორმაცია რომელიც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია შეინახოს ან ამობეჭდოს.
  • ასევე შესაძლებელია მხოლოდ კონკტერული პროდუქტის სრულად ნახვის შემთხვევაში პირდაპირ ღილაკის „ყიდვა“ გამოყენებით, მომხმარებელს შესაძლებობას აძლევს კალათაში პროდუქტის დამატების გარეშე შეიძინოს იგი. ამ შემთხვევაშიც მომხმარებელი მხოლოდ ნივთის მიწოდებისათვის საჭირო ინფორმციას ავსებს, ეთანხმება წესებს და პირობებს და შემდეგ აწვება ღილკას "გადახდა" რის შემდეგაც გადადის ბანკის გადახდის სისტემაში სადაც ახორციელებს ბარათის მონაცემების შეყვანას და წარმატებით შეძენის შემთხვევაში საიტზე ამოდის ინვოისი.

 

პროდუქციის მიწოდება

შეძენილი პროდუქციის მიწოდებას ვახორციელებთ თბილისში და ბათუმში შეძენიდან 24 საათის განმავლობაში, ჩვენი საკურიერო სერვისის მეშვეობით. ხოლო რეგიონებში გვემსახურება საფოსტო მიმწოდებელი შპს ონვეი (onway.ge), სადაც სტანდტული მიწოდების ვადა 2-7 სამუშაო დღეა.

 

უსაფრთხოება

შერჩეული ნივთების ყიდვის დროს თქვენ გადადიხართ თიბისი ბანკის ბარათით გადახდის მოდულზე, თქვენს მიერ მითითებული ბარათის მონაცემების შეყვანა ხდება თიბისი ბანკის კუთვნილ სერვერზე და შესაბამისად ჩვენი საიტის მხარეს არ ხდება თქვენი ბარათის ინფორმაციის არც შეყვანა და არც დამახსოვრება. სანამ ბარათის მონაცემებს შეიყვანთ გთხოვთ მიაქციოთ ყურადღება და დარწმუნდეთ რომ ნამდვილად იმყოფებით თიბისი ბანკის გვერდზე.

 

შეკვეთის გაუქმება

მომხმარებელი უფლებამოსილია გააუქმოს შეკვეთა თუ:

  1. პროდუქტი არ ემთხვევა ფოტოსურათზე გამოსახულ ნივთს
  2. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირებისას ან რაიმე სხვა მიზეზის გამო

 

თანხის დაბრუნება

შეკვეთის გაუქმების პირობებიდან გამომდინარე, თანხის დაბრუნება ხდება იმავე საბარათე ანგარიშზე რომლიდანაც მოხდა თანხის ჩარიცხვა, შეთანხმებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

 

ონლაინ განვადება

ონლაინ განვადებით სარგებლობა შესაძლებელია პირდაპირ საიტიდან. მოხმარებელმა უნდა შეარჩიოს სასურველი ბანკი (თიბისი, საქართველო, კრედო) როემლშიც სურს განვადებით ნივთის შეძენა. მომხმარებელი, არჩევს სასურველ პროდუქტს/ებს საიტზე და როგორც ყიდვის დროს ისევე შეავსებს ფორმას რომლის შემდეგაც აწვება ღილაკს გადახდა, რომლის დროსაც გადადის შესაბამისი ბანკის გვერდზე სადაც ასრულებს განვადების ფორმას.
დადებითი პასუხის შემთხვევაში მომხმარებელს უკავშირდება ბანკი და ჩვენი წარმომადგენელი.

ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ ონლაინ საქართველოს ბანკის "ნაწილ-ნაწილ" და თიბისი ბანკის "გადანაწილება" გადახდის სისტემით, რა დროსაც თქვენ შეძენილი ნივთის ღირებულება სრულიად უპროცენტოდ გადაგინაწილდებათ 4 თვის ვადით.

 

გარანტია

ყველა პროდუქტი არის სერთიფიცირებული და გააჩნია შესაბამისი გარანტია, ჩვენ გვემსახურება კომპანიის ოფიციალური წარმომადგენელი www.bestwaycorp.com.ge

გარანტიის მოქმედების ვადა იწყება საიტზე შეძენისთანავე

    საქონლის ექსპლუატაციის პირობები, რომლებზეც  მწარმოებლის გარანტია არ ვრცელდება:

    1. სახეზეა არაუფლებამოსილი პირების მიერ ნაკეთობის რემონტის კვალი მწარმოებლის მოთხოვნათა და უსაფრთხოების ტექნიკის ნორმების დარღვევით. 
    2. დეფექტები გამოწვეულია ცვლილებებით ექსპლუატაციის პირობების, აგრეთვე დაყენების, მიერთების, მყიდველის ადგილობრივ ტექნიკურ პირობებთან ადაპტაციის, შენახვისა და ტრანსპორტირების წესებისა და პირობების დარღვევით.
    3. ნაკეთობა დაზიანებულია გარემოს აგრესიული ზემოქმედებით (სეტყვა, ელჭექი და ა. შ.), ფორს-მაჟორული გარემოებებით (ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა და ა. შ.) ან შემთხვევითი გარეშე ფაქტორებით (ელექტრულ ქსელში ძაბვის მერყეობით და სხვ.) 
    4. ნაკეთობას აქვს გამოხატული მექანიკური აბ ელექტროდაზიანებები.
    5. დაზიანება გამოწვეულია ნაკეთობის შიგნით უცხო სხეულების, ნივთიერებების, სითხეების, მწერების ან ცხოველების მოხვედრით.
    6. ისეთი სახარჯო მასალების გამოყენება, რომლებიც არ შეესაბამებიან ექსპლუატაციის მოთხოვნებს.
    7. ნაკეთობის შენახვა და ექსპლუატაცია უნდა ხდებოდეს მომხმარებლის სახელმძღვანელოში მითითებული ტექნიკური რეკომენდაციების შესაბამისად.

 

პერსონალური მონაცემები და მათი დამუშავება

ნივთის შეძენის დროს მომხმარებელი უთითებს თავის პერსონალურ მონაცემებს რომელსაც კომპანია იყენებს როგორც მყიდველთან კომუნიკაციის დასამყარებლად, ჩვენ არ ვახორციელებთ მომხმარებელის ინფორმაციის საიტზე რეგისტრაციას, არ ვახდენთ მომხარებელთან "sms" გზით რაიმე სიახლის მიწოდებას, ჩვენი კომპანიის სიახლეები ქვეყნდება მხოლოდ კომპანიის ოფიციალურ სოციალურ ქსელების მეშვეობით და საიტზე www.bestway.ge.

 

კომპანიის იურიდიული მონაცმები

  1. ... ბჯ ჯგუფი
  2. / 445474488
  3. მისამართი .თბილისი: გურამიშვილის გამზირი 25
  4. მისამართი .ბათუმი: აღმაშენებლის 34ა
  5. 579 01 80 80

 

წინამდებარე წესების დაცვით თქვენ ეთანხმებით ონალინ მაღაზიის პირობებს.